საქართველოს სომეხთა ეპარქიამ სურბ გრიგორ ლუსავორიჩის (განმანათლებლის) ხორ ვირაპიდან გამოსვლა წმინდა ლიტურგიით აღნიშნა

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ 2025 წლის 21 ივნისს აღნიშნა სურბ გრიგორ ლუსავორიჩის გამოსვლა ხორ ვირაპიდან. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ღირსმა მამა ვირაპ ღაზარიანმა დღესასწაულისადმი მიძღვნილი წმინდა ლიტურგია აღავლინა თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში.
ლიტურგიის დროს მამა ვირაპმა ქადაგება წაიკითხა დღის საიდუმლოს - სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ატანილ ტანჯვებზე ხორ ვირაპში, და მიუხედავად ამისა, მის ურყევ რწმენაზე, რამაც მას დაეხმარა სიცივის, შიმშილის, არაადამიანური წამების ატანაში, გველებსა და მორიელებს შორის გადარჩენაში და 14 გრძელი წლების შემდეგ ხორ ვირაპიდან გამოსვლასა და ქრისტიანული რწმენის სინათლის სომხურ სამყაროში გავრცელებაში.
მამა ვირაპმა ასევე გაიხსენა აღთქმა, რომელიც მან მღვდლად ხელდასხმასთან დაკავშირებით დადო. ანუ, საეკლესიო მსახურების დროს მან უნდა აღასრულოს წმინდა ლიტურგია წმინდა გრიგორ ლუსავორიჩის ხორ ვირაპში შესვლის, გამოსვლისა და წმ. სხეულის ნაწილების პოვნის დღესასწაულის ხსოვნისადმი.
სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ხორ ვირაპიდან გამოსვლისადმი მიძღვნილი დღესასწაული წმინდა ლიტურგიებით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.