სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა

2025 წლის 29 აპრილს მისმა უწმინდესობამ, უზენაესმა პატრიარქმა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სურბ ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს უმასპინძლა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარ საკათედრო ტაძრის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი, ნათან ჰოვანისიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოება, ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და სხვები.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა მიესალმა პრეზიდენტის ვიზიტს სომხეთსა და სურბ ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში და ისაუბრა ორ ხალხს შორის საუკუნოვან მეგობრობაზე. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ისტორიის განმავლობაში სომეხმა და ქართველმა ხალხებმა მრავალი სირთულისა და განსაცდელის გადალახვა შეძლეს, ეროვნული იდენტობისა და იმიჯის შენარჩუნებით.
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიმართ თხუთმეტი სომეხი სამხედრო ტყვეს დაბრუნებისკენ მიმართული შუამავლობის ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სომხური თემის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულებისთვის.
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ასევე გადასცა ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, კმაყოფილებით შეაფასა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები და ხაზი გაუსვა ქრისტიანული სარწმუნოების განსაკუთრებულ როლს ორი ხალხის სულიერი, კულტურული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და ისტორიის მანძილზე არსებული გამოწვევების დაძლევაში.
ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სასულიერო პირების თანხლებით ეწვია მთავარ ტაძარს, გაეცნო განახლებული წმინდა ადგილის ისტორიას.