„ზენითის“ ბენდისა და „ჰაიოს ბენდის“ ანსამბლის კონცერტი და ტრადიციული ცეკვების მასტერკლასი ავლაბარში

სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური წმიდა ეკლესიის დღესასწაულთა კალენდრის მიხედვით, 2025 წლის 27 აპრილი კრკნაზატიკის (განმეორებითი აღდგომის) დღესასწაული იყო.
ამ დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის „მხითარ სებასტაცის“ საგანმანათლებლო კომპლექსის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საშუალო სკოლის დირექტორი, მარტა ასატრიანი. ამ ორ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს ერთმანეთს აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა და არაერთხელ განხორციელებული პროექტები და ერთობლივი ღონისძიებები.
განმეორებითი აღდგომის დღესასწაული ავლაბრის უბანში აღინიშნა „მხითარ სებასტაცის“ საგანმანათლებლო კომპლექსის „ზენით“ ბენდის (ხელმძღვანელი: არამ სარგსიანი), ტრადიციული ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი:ჰამაზასპ ასლანიანი) და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ჰაიოს ბენდის“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: ვლადიმერ ასატუროვი) ერთობლივი კონცერტით და სომხური ეროვნული ცეკვის სწავლების მასტერკლასით, რომელშიც ასევე მონაწილეობდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლი „ტარონი“ (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი). ავლაბარში სომხური სიმღერები და მუსიკა გაისმა, გავრცელდა ცეკვა და შურჯპარი (წრიული ცეკვა).
დღესასწაულის მხიარულმა განწყობამ გულგრილი არ დატოვა დამსწრე საზოგადოება. ახალგაზრდები და მოხუცები, ქალები და კაცები მონაწილეობდნენ ტრადიციულ სომხურ შურჯპარში (წრიულ ცეკვაში). მხიარული სიმღერისა და ცეკვის კონცერტი და მასტერკლასი მართლაც იქცა ეროვნული კულტურის გავრცელების ლამაზ ღონისძიებად.