Материалы

„ბათუმის გამოსახულება“ — ფოტოგამოფენა „ჰაიარტუნ“ ცენტრში

2026 წლის 17 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე „ჰაიარტუნ“ ცენტრში აღინიშნა ბათუმელი დამსახურებული  ფოტოგრაფისა და „ფოტოგრაფთა ხელოვნების კავშირის“ თავმჯდომარის, სეირან ბაროიანის ფოტოგამოფენით, რომელიც ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღრობით  გაიმართა. გამოფენა მიეძღვნა მისი საყვარელი მეუღლის, ირინა ბაროიან-იანდიანის ტრაგიკული გარდაცვალების ხსოვნას.

„ჰაიარტუნ“ ცენტრი მორთული იყო სახელოვანი ფოტოგრაფის მხატვრული ოსტატობით, მომენტისა და ხედვის ზუსტი არჩევანით პროფესიულად  უკვდავყოფილი ნამუშევრებით, რომლებიც მეტყველი, აღქმადი და იდეურად აღმზრდელობითია. ფოტოები წარმოადგენდა აჭარის, ბათუმისა და ადგილობრივი სომხური თემის სულიერი და საერო ცხოვრების ისტორიულ ანარეკლს. ისინი უნებლიედ გვაბრუნებდნენ ისტორიის წიაღში, წარმოაჩენდნენ პერსონაჟთა შინაგან სამყაროსა და სულის არსს.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის  სურბ ფრკიჩ  (წმინდა მხსნელის)ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა, მამა არარატ გუმბალიანმა, სეირან ბაროიანის შემოქმედებით გზაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მის თავდადებაზე, როგორც ერთგული სახეზე, მშობლიური მხარის რეალისტურ წარმოჩენასა და სომხური ეკლესიისადმი ერთგულებაზე.

გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა სურბ ფრკიჩ   (წმინდა მხსნელის) ეკლესიის ხელახალი კურთხევის მოგონებები გაიხსენა.

მადლიერების სიტყვაში სეირან ბაროიანმა თბილისის სომხურ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თავისი ნამუშევრების წარმოდგენის შესაძლებლობისთვის.

თავის დალოცვის სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, მაღალი შეფასება მისცა სეირან ბაროიანის საქმიანობას სომხური თემისა და სურბ ფრკიჩ  (წმინდა მხსნელის) ეკლესიის საკეთილდღეოდ და განაცხადა, რომ დამსახურებულ ფოტოგრაფს კურთხევისა და დაფასების სიგელი გადაეცემოდა.

სეირან ბაროიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარსა და ვან ბაიბურთიანს საკუთარი ნამუშევრები უსახსოვრა.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge