საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მილოცვა
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მილოცვა კათოლიკოს შიო მუჯირისადმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით.მილოცვიხ წერილში, კერძოდ ნათქვამია
თქვენო უწმინდესობავ,
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. გისურვებთ მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას.
ვლოცულობთ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ჩვენი ორი სამშობლოს — საქართველოსა და სომხეთის — მშვიდობისა და ჩვენი მამების რწმენის ურყეობისათვის.
დაე, ღმერთმა თავისი ულევი მადლით შეამკოს თქვენი უწმინდესობის მსახურება ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
