Материалы

ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“-ს საჩუქრები საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს

2026 წლის 31 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ საბავშვო ბაღს ეწვია ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი։

მამობრივი კურთხევის აღვლენისა და სულიერი სიტყვით მიმართვის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა მცირეწლოვან აღსაზრდელებს განუმარტა, რომ წინა წლების კეთილი ტრადიციის მსგავსად, წელსაც ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“-ს ინიციატივით, უცხოეთიდან მათმა თანატოლებმა სიყვარულისა და კეთილგანწყობის ნიშნად გამოაგზავნეს საჩუქრები, სურვილით — სიხარული მოენიჭებინათ მათთვის და გაეზიარებინათ ქრისტიანული სიყვარული.

ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა მეუფე კირაკოსმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარენ ერიციანმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადასცეს სიურპრიზებით აღსავსე საჩუქრის ყუთები, რომელთა მრავალფეროვანმა შიგთავსმა — სათამაშოებმა და ფერადმა ნივთებმა — ბავშვთა გულებში აღძრა სიხარული, განცვიფრება და მადლიერების განცდა.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“-ს საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბავშვთა შორის ქრისტიანული სიყვარულისა და სიკეთის დათესვა და განმტკიცება, სიხარულის მინიჭების გზით.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge