საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში
საქართველოში ეკუმენურ ლოცვას აღავლენენ ოთხი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები და მორწმუნეები. ესენია: სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, რომის კათოლიკური, ევანგელურ-ლუთერანული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები. ეს საერთო ლოცვა ყოველწლიურად აღევლინება ოთხი ეკლესიიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელობით.
2026 წელს ერთიანობის ლოცვის ორგანიზატორი იყო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. ეს ლოცვა გაიმართა 24 იანვარს აღნიშნული ეკლესიის მშვიდობის ტაძარში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევითა და მხარდაჭერით, საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ლოცვის რიტუალურ ცერემონიაში, რომელსაც წარმოადგენდნენ დიაკვანი გევორგ ავეტისიანი, სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიის მგალობელთა გუნდი და მორწმუნეები.
ღვთის სიტყვისადმი ერთობლივი მსახურების ამჟამინდელი დევიზი იყო:
ერთი სხეული, ერთი სული, ერთი იმედი (ეფესელთა 4:4)
და მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ლოცვის მონაწილეთა კულტურა და ენა განსხვავებული იყო, ყველა ლოცვაში გაჟღერებული ქრისტიანული სარწმუნოების აღიარება ერთნაირი იყო, ასევე მონობისა და ადამიანური ღირსების დამცირებისგან განთავისუფლების თხოვნა და ადამიანთა სულების ერთიანობითა და განსაკუთრებული ქრისტიანული სიყვარულით შევსების მოწოდება.
ნამდვილად თვალსაჩინოდ ჩანდა ის დიდი საორგანიზაციო შრომა, რომელიც გაწეული იყო ორგანიზატორი ეკლესიისა და მონაწილე კონფესიების ერთობლივი ძალისხმევით.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

