Материалы

საკვირაო საღვთო ლიტურგია, მიძღვნილი ვარაგას წმინდა ჯვრის დღესასწაულს

2025 წლის 28 სექტემბერს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა ვარაგას წმინდა ჯვრის დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ სომხური ეკლესია აღნიშნავს, როგორც ჯვრისადმი მიძღვნილ ეროვნულ საეკლესიო დღესასწაულს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. დღესასწაული აღინიშნა საღვთო ლიტურგიებით.

თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, საღვთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა სამველ ტოროსიანმა.

საღვთო ლიტურგიის დასასრულს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ისაუბრა დღის გზავნილზე, ვარაგას წმინდა ჯვრის დღესასწაულზე, მის ისტორიაზე და წაიკითხა შესაფერისი ქადაგება ჯვრის შესახებ, როგორც ჩვენი ხსნის, იმედისა და ნდობის ნიშანზე.

წმინდა ლიტურგიაზე საპატიო თანხლებით მივიდნენ თბილისის ისნის რაიონის ავლაბრის რაიონიდან  საკრებულოს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე და თბილისის  საპატიო მოქალაქე, გაზეთ „ვრასტანის ,,/,,საქართველოს“/ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge