Материалы

თბილისში აღინიშნა სომხური ეროვნული კერძის ნაირსახეობა - ტოლმის დღესასწაული

საქართველოში კარგ ტრადიციად იქცა სომხური სამზარეულოს წარდგენა თავისი მრავალფეროვნებით როგორც სომხური კულტურის განუყოფელი ნაწილი. 2025 წლის 13 ივლისს თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიის ეზოში აღინიშნა  სომხური ტოლმის დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირმა (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი) ზედიზედ უკვე მე-15-ედ გამართა ტოლმის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისელი სომხები, საქართველოს რეგიონების სომხები და სომხეთის მაცხოვრებლები.

 ეკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით. საკვირაო წმინდა ლიტურგიის შემდეგ მორწმუნეებს 30-ზე მეტი სომხური სურნელოვანი ტოლმით მორთული მაგიდები დახვდათ. ეპარქიის წინამძღვარმა დააფასა და მადლიერება გამოხატა საქართველოს სომეხი ქალების მიდგომებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებას და მათ მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

ეპისკოპოსის მიერ სუფრების კურთხევის შემდეგ, სურნელოვანი ტოლმის დეგუსტაცია გაიმართა, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ევგენია მარკოსიან) ხალხური ინსტრუმენტების ანსამბლის (ხელმძღვანელი: ივანე მკრტჩიან) თანხლებით, და სოლისტების -  აიდა ბაზოიან-სურმალიანის, არმან პაპიკიანის და ალექს აკოპიანის მიერ ხალხური სიმღერების შესრულებით, ასევე სომხური ცეკვის ჰარმონიით.

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი ტოლმის ფესტივალის ორგანიზებისთვის  დიდ მადლობას უხდის ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს, ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელს - კარენ ერიციანს, მხარდაჭერისთვის  მადლობას უხდის თბილისის ორი ეკლესიების ჯვრის ნათლიებს - არკადი ჰოვაკიმიანს და კარენ დარბინიანს,  სომხეთიდან ჩამოსულ მოყვარულ მზარეულ დავით ბაბაიანს და ყველა მონაწილეს.  ტოლმის  მზარეულებს  ლამაზი სუვენირები გაუგზავნა ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა  მარინე სუმახიანმა.

თბილისელი სომხების მეხსიერებაში ტოლმის ფესტივალი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და სადღესასწაულო განწყობით ჩაიბეჭდა.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge