„შვილო, სად არის ევფრატი?“ ფილმის ჩვენება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰ. თუმანიანის სახლის“ ცენტრში

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰ. თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, 2025 წლის 20 ივნისს რუბენ ფაშინიანის მხატვრული ფილმის „შვილო, სად არის ევფრატი?“ ჩვენება გაიმართა. სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებას თავად სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი რუბენ ფაშინიანი დაესწრო. სომეხთა დიდი გენოციდისგან გადარჩენილი სომხები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი, მაგრამ ისინი სამშობლოს სიყვარულითა და მონატრებით ცხოვრობენ - ეს არის ფილმის რწმენის ბირთვი.
სცენარის დაწერის მოტივებსა და გადაღების სირთულეებზე საუბრისას, ფილმის ავტორმა ასევე პატივი მიაგო სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პირველი ლედის, გარდაცვლილი რიტა სარგსიანის ხსოვნას, რომლის მხარდაჭერითა და შთაგონებითაც განხორციელდა ფილმი. რუბენ ფაშინიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიმართ. თბილისელი სომეხი აუდიტორიისთვის ფილმის წარდგენის მხარდაჭერისთვის და დადებითად შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ეპარქიების ლიდერების მიერ ფილმის ჩვენებისას გამოვლენილი კეთილი ნება.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰ. თუმანიანის სახლის“ ცენტრის სულიერმა პასუხისმგებელმა მამაო კირაკოს სიმონიანმა, ექსკურსიამძღოლმა გოჰარ მაზმანიანმა, გაზეთ „ვრასტანის,,-ის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა თავიანთ გამოსვლებში შეეხნენ ფილმში სომეხთა ხოცვა-ჟლეტისა და გენოციდის მსხვერპლთა შესახებ მითითებულ ფაქტებს, დააფასეს სამშობლოსადმი სიყვარულის, ლტოლვისა და იმედის გრძნობების გამოვლენა და ხაზი გაუსვეს მთავარი გმირის მიერ ევფრატის მდინარეზე მაძიებელი იდეის გამოთქმას, რომ როდესაც ორი სომეხი ხვდება ერთმანეთს, ისინი თავს სომხეთში წარმოიდგენენ. შესაძლოა, ფილმის გმირისთვის გაუგებარი რჩება, თუ ახლა სომხები რატომ მიჰყვებიან ისევ მიგრაციის გზას, სახლდებიან უცხო ნაპირებზე, რათა ჰქონდეთ უსაფრთხო ცხოვრება, თავი დააღწიონ სამშობლოში არსებულ სირთულეებს. და ის ვერ იღებს პასუხს კითხვაზე, თუ რას აკეთებს სომეხი ადამიანი სამშობლოში არსებული რთული ვითარების გასაუმჯობესებლად, თავისი ქვეყნის განვითარებისთვის. ფილმი არის ძალიან ემოციური, გაჟღენთილი პატრიოტული პათოსით.