Материалы

სომხური ეკლესია ურყევია, ქრისტიანული სარწმუნოება კი შეუქცევადი

სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიისა და მისი უწმინდესობის მხარდაჭერას ეძღვნებოდა „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ინიციატივით 2025 წლის 12 ივნისს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თბილისში  გამართული საპროტესტო აქცია ლოზუნგით  „ხელები შორს - სომეხთა  სამოციქულო ეკლესიისგან ! “

მონაწილეებმა პლაკატებით, პატრიოტული სიმღერებითა და მუსიკით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებული ეკლესიების დამღუპველი  და ეთნიკური დაყოფის პოლიტიკის მიმართ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ თავმჯდომარემ - ართურ მირზოიანმა თავის გამოსვლაში შეეხო არცახიდან სომხების გამოსახლებას და სომხეთში არსებულ ვითარებას და გამოხატა საქართველოს სომხური თემის მხარდაჭერა სომეხთა ეკლესიის ღირსების შემლახველი ეთნიკური დაყოფის პილიტიკის, ქრისტიანი მორწმუნეების და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, მისი უწმინდესობის, გარეგინ II-ის მიმართ.

საპროტესტო აქცია დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ განცხადების წაკითხვით.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge