Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო გეღარქუნიქის ეპარქიის სურბ ამენაფრკიჩ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის კურთხევაში

2025 წლის 1 ივნისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის გეღარქუნიქის ეპარქიის მარტუნის რაიონის სოფელ მადინაში, ახლად აშენებული სურბ ამენაფრკიჩ ეკლესიის კურთხევა გაიმართა. ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს პართევ ბარსეღიანის მოწვევით, ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი. ბატონი მჰერ ბაღდასარიანის ქველმოქმედობით აშენებული ეკლესიის კურთხევა შესრულდა გეღარქუნიქის ეპარქიის წინამძღვრის, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს პართევ ბარსეღიანისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ, სასულიერო პირების ლოცვით.

წმინდა ცერემონიის დასასრულს წაიკითხეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, მისი უწმინდესობის გარეგინ II-ის მიერ ქველმოქმედისთვის გაგზავნილი „კურთხევის წერილი“.  კურთხევის ცერემონიის შემდეგ,  პართევ მეუფემ  მადლიერება გამოხატა ახლად აშენებული ეკლესიის ქველმოქმედის, არქიტექტორის, მშენებლებისა და ყველა იმ სომეხის მიმართ, ვინც წვლილი შეიტანა ეკლესიის მშენებლობაში.  კირაკოს მეუფემ კურთხევა გადასცა მადინას თემის მაცხოვრებლებს და უსურვა მათ გაძლიერება, უფლის კურთხევით და მათი მტკიცე რწმენის წყალობით  შენობის შენარჩუნება,  სუნთქვა და სული მიეცათ  სოფელ  მადინას სურბ ამენაფრკიჩ  სასწაულმოქმედი ეკლესიისთვის.

2

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge