მღვდელი მამა ანანია ანტონიანი
ტერ ანანია მღვდელი ანტონიანი დაიბადა 1993 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ თბილისში.
1998 წელს ჩაირიცხა თბილისის №95 სომხურ სკოლაში.
2010 წელს გადავიდა №81 ქართულ-სომხურ სკოლაში.
2011 წელს დაამთავრა თბილისის №81 საჯარო სკოლის სომხური განყოფილება.
2012 წელს ჩაირიცხა და დაამთავრა სურბ ეჯმიაწინის დედა საყდრის ჰარიჭის თრბანჭიანის სახელობის სასულიერო სასწავლებლის მოსამზადებელი კურსი.
2012 წლის სექტემბერში ჩაირიცხა სევანის ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში.
2016 წელს დაამთავრა სასულიერო სემინარია და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. იმავე წელს გადავიდა გევორგიანის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში. სტუდენტობის წლებში ანანია ანტონიანი იყო სასულიერო სემინარიის „ეჯმიაწინის“ გუნდის წევრი და მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის რესპუბლიკაში გამართულ სასულიერო გუნდების ფესტივალებში.
2017 წელს, მისი უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის აშშ-ის დასავლეთ ეპარქიაში განხორციელებული სამწყსო ვიზიტის ფარგლებში, „ეჯმიაწინის“ გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში.
2016 წლის დეკემბერში, წმინდა სტეფანოს პირველმოწამის დღესასწაულზე, ეპისკოპოს მუშეღ ბაბაიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
2018 წელს დაამთავრა გევორგიანის სასულიერო სემინარიის მაგისტრატურა. იმავე წელს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის მიერ დაინიშნა მსახურებად საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.
2018 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, ღირსი დიაკვანი არტაკ ანტონიანი მოწვეულ იქნა მსახურებისთვის ქალაქ თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში.
2020 წლიდან მსახურობს თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში.
2026 წლის 3 მაისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესის, მთავარეპისკოპოს ნათან ჰოვანისიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და ეწოდა ტერ ანანია მღვდელი ანტონიანი.
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.
დაოჯახებულია, ჰყავს ერთი ქალიშვილი.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
