პრესისა და ინფორმაციის განყოფილება – ხელმძღვანელი: სუსანა ხაჩატრიანი
საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილება ახორციელებს საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და მის ეგიდით მოქმედი თბილისის „ჰაიარტუნ“, „ჰოვჰანეს თუმანიანის სახლი“, ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანცი“ , ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“, ახალქალაქის „კარაპეტ არქეპისკოპოსი ბაგრატუნი“, ახალციხის „ვარდგეს სურენიანცი“ სასულიერო, სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობის გაშუქებას, ინფორმირების ორგანიზებასა და ინფორმაციის გავრცელებას ოთხ ენაზე, ასევე ახორციელებს პროპაგანდისტურ ფუნქციებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის სასულიერო ღირებულებების, ქრისტიანობის საიდუმლოებებისა და საეკლესიო საქმიანობის გაცნობის მიზნით.
პრესსამსახურის საქმიანობა მოიცავს სატელევიზიო-რადიო გადაცემების ორგანიზებას, სასულიერო თემებზე მასალების გამოქვეყნებას პრესასა და ელექტრონულ მედიაში. პრესსამსახურის საქმიანობა ასევე მოიცავს ეპარქიის ვებგვერდის სხვადასხვა ენაზე გამდიდრებას, სიახლეების განთავსებას, მასალების განახლებას და განცხადებებისა და მოსაწვევების ტექსტების ორგანიზებას. საინფორმაციო განყოფილება თავის ელექტრონულ გვერდებზე ოთხ ენაზე ავრცელებს სურბ ეჯმიაწინის სიახლეებს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის შეხვედრების, მოგზაურობების, ღვთისმოსავი საქმიანობის, საქველმოქმედო ინიციატივების შესახებ ინფორმაციას.
მიმდინარეობს მუშაობა დიასპორის სხვა ეპარქიებისა და თემების მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ფართო აუდიტორიის ინფორმირების მიმართულებით. სხვადასხვა მედიასაშუალებასთან აქტიური თანამშრომლობის გზით, რეგულარულად შუქდება სასულიერო პირების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები, საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებული განმარტებები და გამოითქმის სასულიერო პირების მოსაზრებები და დამოკიდებულება სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. პრესსამსახური ბეჭდავს და ავრცელებს საპროპაგანდო ბროშურებს საეკლესიო დღესასწაულების, ღონისძიებების, ახალგაზრდული კავშირების შესახებ. პრესსამსახურის პასუხისმგებლობის ქვეშ ფუნქციონირებს ეპარქიის ოფიციალური ვებსაიტები:
ბ. www.facebook.com/armenianchurch.ge
გ. www.youtube.com/@AACGeorgia
ეპარქიის ოფიციალური ვებსაიტი ოთხ ენაზე ფუნქციონირებს: სომხური, ქართული, ინგლისური და რუსული. ყველა მასალა ითარგმნება და თავსდება გვერდზე.
განყოფილების ელექტრონული სერვისი უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას და მიწოდებას საინფორმაციო წყაროებისა და სააგენტოებისთვის, ასევე ეპარქიის სხვადასხვა ღონისძიების წინასწარ შეტყობინებას SMS შეტყობინებების საშუალებით.
საინფორმაციო განყოფილება ამზადებს ვიდეო სერიას. 4-8 წუთიანი ვიდეოები და სიუჟეტები თავსდება ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში.
განყოფილება სხვადასხვა ღონისძიებიდან შედგენილ ვიდეომასალასა და რეპორტაჟს აგზავნის სომხეთის რესპუბლიკის საჯარო, "შოღაკათ ტვ“, "არმენია ტვ", "შანთ" და "კენტრონ" ტელეარხებს.
განყოფილების თანამშრომლები არიან:
1. ელექტრონული პროგრამის ხელმძღვანელი - ვალერი ბადალიანი
2. ფოტოგრაფ-ოპერატორი - ანა მკირტიჩიანი
2. ქართული ენის მთარგმნელი - მანანა კარაპეტიანი
3. რუსული ენის მთარგმნელი - ტათევიკ საჰაკიანი
4. ინგლისური ენის მთარგმნელი - ანუშ ჰარუთუნიანი
ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს სუსანა ხაჩატრიანი. მას აქვს დაახლოებით ორმოცი წლის ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის სომხურ პროგრამას, იგი იყო რეგიონული ტელევიზიის სომხურ პროგრამის წამყვანი.
დაქორწინებულია. ჰყავს ქალიშვილი და ვაჟი, სამი შვილიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. 593-39-71-70
ელ. ფოსტის მისამართი: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.