Материалы

ახალი ამბები

წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღე

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია, სადაც წმინდანთა ნაწილები ინახება. ტაძარშია დაბრძანებული წმინდა მოციქული თომას მარჯვენა.

118637091

წმინდანის ხსენების დღეს, 2020 წლის 29 აგვისტოს, სადილის ჟამის მსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით, მორწმუნეთათვის თაყვანსაცემლად გამობრძანებულ იყო წმინდა თომა მოციქულის მარჯვენა. წმინდანის მარჯვენა ეკლესიაში მორწმუნეთა დასანახად საღამოს მსახურებამდე იყო დაბრძანებული. დღის განმავლობაში მორწმუნენი ეხებოდნენ სიწმინდეს, მისი კურთხევის ძალით რწმენაში განსამტკიცებლად.

სურბ გევორგ

თბილისში კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა

2020 წლის 14 ივნისს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წირვა ჩატარდა.

დილიდანვე თბილისის სომეხი მრევლი მიიჩქაროდა თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში, წმინდა წირვაზე დასასწრებლად.

ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა წირვა ღირსმა მამამ, მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.

წირვას ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრავალი მორწმუნე.

წმინდა წირვის მსვლელობისას, მღვდელმა მიმოიხილა დღის მნიშვნელობა, მემატიანე აგათანგეღოსის მიხედვით, სომეხი დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის ხილვა და კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორია. მღვდელმა ისაუბრა სომეხი ხალხის რწმენისადმი ერთგულების შესახებ, იმ ნაციონალური ღირებულბების შესახებ, რომელსაც ატარებს სომხური ეკლესია დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის წინამძღვრონით და ყოვლად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით. „დედა სამშობლოში და დიასპორაში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის დამსახურებით ხდება წესების, ხალხური ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება, გამდიდრება და ახალი თაობებისთვის გადაცემა, ხოლო ეს ჩვენი იდენტობის, ჩვენი წმინდა რწმენისა და ჩვენი ულამაზესი ენის მარადიულობის გარანტია“, - აღნიშნა მღვდელმა.

84085077

ღირსმა მამამ ხაზი გაუსვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ თბილისელი სომეხი მრევლის დიდ სიყვარულს სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის, მისი ძლიერი ძალის მიმართ, რომლის სახელითაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თბილისის სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურმა თემმა თავისი შემოწირულობით ააშენა ამავე სახელწოდების ეკლესია, რომელიც თავის ირგვლივ ამაყად იწვევს მრევლს.

მღვდელმა მრევლს მოუწოდა გაერთიანებულ იყვნენ სომხური ეკლესიის, დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინის ირგვლივ, პანდემიის ამ რთულ პერიოდში, მსოფლიოს ხალხებს გადარჩენა უსურვა და ყოვლისშემძლე ღმერთს შესთხოვა მშვიდობა სომხეთის, სურბ ეჯმიაწინისა და საქართველოსათვის.

სურბ ეჯმიაწინ

სომხური ენის სწავლების დისტანციური გაკვეთილები საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთდღიან სკოლებში

საქართველოს სომეხთა ეპაარქიის განათლების დეპარტამენტის სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში სასწავლო პროცესი გრძელდება. გავრცელებული პანდემიის და ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სამუშაოების შეჩერების პირველივე დღიდან, განათლების დეპარტამენტის დირექტორ ევგენია მარკოსიანის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინაძღვრის ნაცვალ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, თემის სურბ გრიგორ ნარეკაცი საშაბათო და სურბ ეღია მარგარეს საკვირაო სკოლების გაკვეთილები დისტანციური ფორმატით მიმდინარეობს. მასწავლებლებმა თამარა გაბოიანმა, როზა ზოჰრაბიანმა და რევიკ კარაპეტიანმა შეკრიბეს პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები და გააგრძელეს პროგრამის განხორციელება.

95047211ონლაინ გაკვეთილება დიდი ინტერესით მიმდინარეობს, თანამედროვეობაზე აგებული მეთოდი ხელს უწყობს სომხური ანბანის შესწავლას, სომხური ენის გრამატიკისა და ლიტერატურის საგანძურის გაცნობას და სომხეთის ისტორიაში ჩაძიებას. ბოლოს ჩატარებული ისტორიის გაკვეთილი ეძღვნებოდა სომეხთა გენოციდის 105-ე წლისთავს, მოსწავლეებმა ქედი მოიხარეს მილიონ ნახევარ წმინდანად შერაცხილი მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე.

სომხური ენის სწავლების დისტანციური გაკვეთილები პროცესშია და გაგრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.

94219914

94640931

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են