Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდები მონაწილეობენ ACYOWorld პან-სომხურ მომლოცველობაში

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების აქტივისტები ანა მკრტჩიანი და გიორგი გაბრიელიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, მონაწილეობენ ACYOWorld პან-სომხურ მომლოცველობაში - „წმიდა ეჯმიაწინი - ჩვენი რწმენის აკვანი“.

უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის კურთხევით და სომხური ეკლესიის მსოფლიო ახალგაზრდული კავშირის (ACYOWorld) სულიერი წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მთავარეპისკოპოს  ჰოვნან ტერტერიანის წინამძღოლობით ა.წ. 5-10 ივლისს სომხეთში ტარდება პან-სომხური მომლოცველობა სახელწოდებით - „წმიდა ეჯმიაწინი - ჩვენი რწმენის აკვანი“.

ტრადიციულ მომლოცველობაში მონაწილეობენ სომეხი ახალგაზრდები სომხეთიდან, არცახსა და დიასპორიდან, ასევე ეპარქიის წინამძღვრები და სასულიერო პირები.

ახალგაზრდა მომლოცველები ეწვივნენ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს და სრულიად სომეხთა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მიიღეს. მომლოცველობის დღეებში მოეწყობა ვიზიტები წმინდა ჰრიფსიმეს, წმინდა გაიანეს, წმინდა შოღაკატის, ხორ ვირაპის მონასტრებისა და ზვართნოცის ტაძრის მოსანახულებლად. მომლოცველობის ბოლო დღეს მომლოცველები კოტაიქის ეპარქიაში საღმრთო ლიტურგიაში მიიღებენ მონაწილეობას

ACYOWorld ცენტრალური ოფისის მიერ შემუშავებულ ახალგაზრდული საქმიანობის ორგანიზების ორდღიანი საგანმანათლებლო კურსი ამჯერად „ციფრული ქრისტიანული ახალგაზრდული სამუშაო“ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. საგანმანათლებლო ამოცანები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების საქმიანობის გააქტიურებას ციფრულ სამყაროში.

3585170

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են