Материалы

მაის მხითარიანის პერსონალური გამოფენა თბილისში

2024 წლის 11 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა სომხეთის მხატვართა კავშირის და, აგრეთვე, UNESCO –ს საერთაშორისო მხატვართა ასოციაციის წევრის მაის მხითარიანის პერსონალური გამოფენა.

გამოფენის საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი ქალიშვილთან ერთად. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ცენტრის სულიერი ინსპექტორი, ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი, ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატი ავეტიქ ჰარუთუნიანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წევრები, საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლები.

წარმოშობით თბილისელმა, ცნობილმა მხატვარმა მაის მხითარიანმა საკუთარი მორიგი პერსონალური გამოფენა ჰოვანეს თუმანიანის თბილისის ბინაში მოაწყო, იგი დიდი ლორელის დაბადების 155 წლის იუბილეს მიუძღვნა და დაასათაურა - „კომიტასის ვიზიტი თუმანიანს”.
441063574 N

მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააფასა მაის მხითარიანის მხატვრობისადმი ერთგულება, მშობლიურ მხარესთან განუყრელი კავშირი და მისი მოღვაწეობა ადგილობრივ სომხურ თეატრში, რომლის ახლად აშენებული შენობა შემოდგომაზე დიდი პომპეზურობით გაიხსნება.

მაის მხითარიანმა ქალბატონ მინისტრს გამოფენის გახსნაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და  საკუთარი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი უსახსოვრა.

ღონისძიების დასასრულს, რომელიც ქველმოქმედ ანდრანიკ ელმასიანის მხარდაჭერით ჩატარდა, ქორეოგრაფიული ანსამბლების „ჯეირანის“ და „მუშის“ (ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი სვეტლანა ერიციანი), მევიოლინე ეკატერინე საფარეიშვილისა და პიანისტ ესაი აბოვიანის მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են