Материалы

რომანისტ რაფისადმი მიძღვნილი ხსოვნის დღე

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ერთობლივი თანამშრომლობით მიმდინარე წლის 25 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით პირველად ჩატარდა სახელგანთქმული სომეხი რომანისტის - რაფის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების დაწყებამდე, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა აღავლინა პანაშვიდი, რის შემდეგაც დიდი რაფის  საფლავის ქვა ყვავილებით შეამკეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ წევრებმა (ხელმძღვანელი: არტურ მირზოიანი), ცნობილმა სათემო მოღვაწეებმა, ეპარქიის თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა.

ღონისძიება გაგრძელდა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, რომელსაც დევიზად რაფის ცნობილი სიტყვები დაედო: „პატრიოტიზმი არის ის ყოვლისმომცველი ფენომენი, რომელსაც უნდა შეეწიროს ყველაფერი...“ (სომხ. «ՀԱՅՐԵՆԱՍԻՐՈՒԹՅՈՒՆԸ  ԲԱՑԱՐՁԱկ ԵՐԵՎՈՒՅԹ է, ՈՐԻՆ  ՊԵՏՔ Է  ԶՈՀԱԲԵՐԵԼ ԱՄԵՆ ԻՆՉ․․․»).

1

ღონისძიების მიმდინარეობისას რაფის ბიოგრაფიაზე, რომანისტის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტებსა და ჰოვანეს თუმანიანის მიერ რაფის საფლავზე წარმოთქმულ ნეკროლოგზე ისაუბრეს ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ წევრებმა. „პატრიოტიზმი არის ის ყოვლისმომცველი ფენომენი, რომელსაც უნდა შეეწიროს ყველაფერი...“ სახელწოდებით მოხსენება წარმოადგინა GIPA-ს მაგისტრანტმა, ჟურნალისტმა მილენა ბარსეღიანმა. აღსანიშნავია რაფის ოჯახის, მისი მეუღლის ანა ჰორმუზის, ვაჟების არამის და არშაკის შესახებ გაჟღერებული საინტერესო ისტორიები, ასევე რაფის პირადი ნივთების ფოტოების გამოფენა, რომელიც ინახება ეღიშე ჩარენცის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმში.

ღონისძიება მხატვრულად გააფორმა ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გუნდმა „ვან“ (ხელმძღვანელი: ნინა კარაპეტიანი).

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են