Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი ეპარქიის სურბ მოვსეს ხორენაცი საბავშვო ბაღში - „კეთილი სამარელების ქისა“ საჩუქრებით გამოწვეული ინტერესი და მხიარულება ბავშვებში

2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი ეწვია ეპარქიის სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღს და აღსაზრდელებს მამობრივი კურთხევა გადასცა. ეპარქიის წინამძღვარმა, რომელიც აღსაზრდელებთან შესახვედრად ხელცარიელი არ იყო მისული მათთვის „კეთილი სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საშობაო საჩუქრების გადაცემით, უზომო სიხარული მიანიჭა აღსაზრდელებს. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დიდი ცნობისმოყვარეობით ხსნიდნენ საჩუქრების ფერად ყუთებს და გულწრფელად გამოხატავდნენ საჩუქრების მიღებით გამოწვეულ სიხარულს. 

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են