Материалы

„კეთილი სამარელების ქისა“ - ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები თბილისელ სომეხ ბავშვებს

2024 წლის 10 თებერვალს თბილისის სურბ გევორგ მთავარმა საკათედრო ტაძარმა უმასპინძლა თბილისელ სომეხ ბავშვებს, რომლებიც წარმოადგენენ ქალაქ თბილისის 103-ე ქართულ-სომხურ საჯარო სკოლას (დირექტორი: არჩილ ჩხაიძე, დირექტორის მოადგილე: ასმიკ პაპიკიანი), ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჯეირანს“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: სვეტლანა ერიციანი), ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ანის“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) და ა/ო საქართველოს სომეხთა სათვისტომოს (ხელმძღვანელი: არტურ მირზოიანი).

გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის შეხვედრა ბავშვებთან, მათ პედაგოგებთან, მშობლებსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან. ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა დამსწრეები, ისაუბრა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ხაზი გაუსვა მოყვასის სიყვარულის, ერთმანეთის დახმარების და სიკეთის გავრცელების სასიამოვნო თვისებებს, რომელიც თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს და ავითარებდეს საკუთარ თავში.

2

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა ისაუბრა აგრეთვე ქრისტიანული ორგანიზაციის - „კეთილი სამარელების ქისა“ ულამაზეს ტრადიციაზე, რომელიც წლების განმავლობაში ახარებს თანატოლებს საშობაო საჩუქრებით და მოუწოდა დამსწრეებს გახდნენ ამ ლამაზი ტრადიციის გამგრძელებლები - სხვების მიმართ გამოხატული ყურადღებით, პატივისცემით და სიყვარულით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა თითოეულ ბავშვს გადასცა ნახატებით გაფორმებული წიგნები ქრისტიანობის შესახებ და „კეთილი სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო კავშირის საშობაო საჩუქრები.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են