Материалы

მიცვალებულთა მოხსენიების დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში

ძირითადი საუფლო დღესასწაულების მომდევნო დღეებს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებს.

2024 წლის 7 იანვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა მიცვალებულთა მოსახსენიებელი წმინდა წირვა.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საკვირაო წმინდა წირვის მიმდინარეობისას მწირველმა ღირსმა მღვდლებმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა და კირაკოს სიმონიანმა სათანადოდ იქადაგეს ქრისტეშობის დღესასწაულზე, აგრეთვე, კერძოდ, მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღის მნიშვნელობაზე.

წმინდა წირვის დასრულების შემდეგ თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თანდასწრებით  და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სასულიერო დასის მონაწილეობით მიცვალებულთა სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდი აღესრულა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են