Материалы

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2024 წლის 5 იანვრის საღამოს, შობისა და ნათლისღების დღესასწაულების დადგომამდე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

ხალხმრავლობა იყო თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, აგრეთვე,საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში მოქმედ სომხურ ტაძრებში, სადაც მრევლი შეკრებილი იყო, რათა პირველს შეეტყო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობის სასიხარულო ამბავი. ეკლესიებში საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ წაკითხულ იქნა ამონარიდები წმინდა წიგნიდან, რის შემდეგაც ღირსი მღვდლების მიერ საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, გაზეთ „ვრასტან“-ის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ინტელიგენცია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საზოგადოების წევრები.

2

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა თავის ქადაგებაში შობის საიდუმლოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქრისტეს ქვეყნიერებაზე მოვლინება იყო უდიდესი საჩუქარი კაცობრიობისთვის, ძე ღვთისა განკაცდა და თავმდაბლობის  ნიშნად მოკრძალებით იშვა ბაგაში.ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე განკაცდა, ქვეყნიერებას მოევლინა, რათა სიბნელე გაენათებინა და კაცობრიობის გულში სიყვარულის და სინათლის მარცვლები ჩაედო - კაცობრიობა ეხსნა.  

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა  მაცოცხლებელი სანთელი აანთო, რომელიც ღვთიური სინათლის სიმბოლოა - ეკლესიის წყალობა. სინათლე, რომელიც იესო ქრისტეს სიმბოლოა, ეკლესიაში მყოფ მორწმუნეებს გაუნაწილდა. მათ ეკლესიაში ანთებული კანდელებით საკუთარ სახლებში თან წაიღეს შობის ხარება და ღვთიური ნათელი.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სასულიერო პირთა ნაკადი ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციისკენ დაიძრა, სადაც სახლის კურთხევის რიტუალი შესრულდა.

შობის დღესასწაული 5 იანვარს საღამოს დაიწყო და შუაღამის შემდეგ გაგრძელდა.

416030937

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են