Материалы

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში წმ. მოციქულთა დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა წმინდა წირვა და გამობრძანდა სიწმინდე

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ 2023 წლის 2 დეკემბერს წმინდა მოციქულების თადეოზის და ბართლომეს დღესასწაული იზეიმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით ღირსი მღვდლის ჰუსიკ ჰარუთუნიანის მიერ სადღესასწაულო წმინდა წირვა აღევლინა.

ტაძარში უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. წირვას ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ესწრებოდნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მშობლიური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“-ს სახელობის შაბათის სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდობა.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა იქადაგა წმ. მოციქულთა თადეოზის და ბართლომეს შესახებ: ისინი ქრისტეს 12 მოციქულთაგანნი იყვნენ, რომლებიც ჩავიდნენ სომხეთში, სომეხ ხალხს ქრისტიანობა უქადაგეს და ღირსნი გახდნენ წოდებისა - „პირველი განმანათლებელნი“. ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისში ეწამნენ სომხეთში. მოციქულების მოღვაწეობის შედეგად 301 წელს სომეხი ხალხი გახდა მსოფლიოში პირველი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

2

წმინდა წირვის დასასრულს დამსწრე მორწმუნეთა მიერ თაყვანისცემისათვის გამობრძანდა წმინდა თადეოზ მოციქულის მარჯვენა.

მორწმუნეები მოწიწებითა და ღრმა რწმენით უახლოვდებოდნენ წმ. საკურთხეველს, ემთხვეოდნენ ბიბლიას და უახლოვდებოდნენ და თაყვანს სცემდნენ წმინდა მარჯვენას.

წმინდა თადეოზ მოციქულის წმინდა მარჯვენა ეკლესიის საკურთხეველზე დაბრძანებული იყო დღის ბოლომდე და ყველა მორწმუნეს ჰქონდა საშუალება მიახლოებოდა, შეხებოდა, თაყვანი ეცა სიწმინდისთვის და მიეღო  წმინდა თადეოზ მოციქულის კურთხევა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են