Материалы

ახალგაზრდა შემოქმედის გორ სიმონიანის წიგნის - „სარკის წინ“ პრეზენტაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში

2023 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ახალგაზრდა შემოქმედის გორ სიმონიანის პირველი წიგნის - „სარკის წინ“ პრეზენტაცია.

ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზი სავსე იყო მრავალრიცხოვანი მაყურებლით, რომლის უმეტეს ნაწილს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეადგენდნენ. ღონისძიება საინტერესო იყო, რადგან სტუდენტური ასაკის ახალგაზრდა შემოქმედმა საკუთარი ემოციები, განცდები, წარმოდგენები და იდეები წარმოაჩინა და გაუზიარა თანატოლებს წარსულის გასაანალიზებლად, აწმყოს მოტივირების და მომავლის ხედვის შესაქმნელად. გორ სიმონიანი პირად განცდებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით გვთავაზობს 10 თანამედროვე გამოსავალს მოტივაციისათვის ხელის შემშლელ პრობლემებთან გასამკლავებლად.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, პროფესორმა ემა ახტიანმა ანალიტიკური სიტყვა წარმოთქვა კრებულზე - „სარკის წინ“. მან შეაფასა ავტორის მიერ აღწერილი რეალური ამბები და გმირების ცხოვრებისეული მოვლენები, ისაუბრა იმ შიშებზე, რისკებზე, იდეებსა და ჩანაფიქრებზე, რომელიც აფერხებს სხვადასხვა განზრახვის რეალიზებას და, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმ გზებზე, რომელსაც ახალგაზრდა შემოქმედი გვთავაზობს მათ გადასაჭრელად.

2

გორ სიმონიანის თანამედროვე სულისკვეთებით დაწერილი წიგნის - „სარკის წინ“ განხილვამ თითქოს გაყო კითხვის, მოტივაციის ხელისშემშლელი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დარბაზში მყოფთა შეხედულებები და თვალსაზრისი, პრიორიტეტი მიენიჭა იმას რაც მისაღები და გამოსადეგია სხვადასხვა პიროვნებისათვის, თუმცა , აღსანიშნავია, რომ მეტად უფრო პრაგმატული იყო საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანების მიდგომა.

ახალგაზრდა ავტორის და ღონისძიებაზე დამსწრეთა განხილვაში აქტიურმა ჩართულობამ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში - კითხვა-პასუხის, დებატებისა და დისკუსიის ფორმატში წარმართა.

წიგნის პრეზენტაცია შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა. ღონისძიებაზე დამსწრეებს წიგნები გადაეცათ, ავტორის ხელმოწერით.

3

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են