Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში წმინდა მთარგმნელთა დღესასწაული აღინიშნა

2023 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში წმინდა მთარგმნელთა დღესასწაული აღინიშნა. ჰოვანეს თუმანიანის ყოფილმა ბინამ კიდევ ერთხელ შეკრიბა ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარულები. დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, არმენოლოგი და ქართველოლოგი ნათია ჩანტლაძე, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თუმანიანის შვილთაშვილი ალიონა კოლესნიკოვა, არნო ბაბაჯანიანის ვაჟი -არაიკ ბაბაჯანიანი და სხვები.

ცენტრის გიდების, გოჰარ მაზმანიანისა და ედიტა ზოჰრაბიანის, წყალობით ღონისძიება ეხმიანებოდა მთარგმნელთა დღის შინაარსსა და სულისკვეთებას.

მთარგმნელთა დღის ერთ-ერთი მარგალიტია პირველი სომხური წინადადება: (სომხ. «Ճանաչել զիմաստութիւն եւ զխրատ, իմանալ զբանս հանճարոյ...»), ხოლო ბიბლიის პირველი სომხური თარგმანი, რომელსაც „ასტვაწაშუნჩ“ (სომხ. «Աստվածաշունչ») ეწოდა და მსოფლიოს უძვირფასესი სომხური ენით წარედგინა, თარგმანთა დედოფალად არის შეფასებული. მთარგმნელთა დღე სომეხი ხალხის უნიკალური ფენომენია წარუდგინოს კულტურული  მარგალიტები მსოფლიოს, - საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა ცენტრის ექსკურსიამძღოლმა, გოჰარ მაზმანიანმა.

მთარგმნელთა დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა. დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრისას, ღირსმა მღვდელმა ყურადღება გაამახვილა IV საუკუნეში სომხეთის წინაშე მდგარ ასიმილაციის საფრთხეზე, ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის გადარჩენის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების სწორ გამოსავალს - მესროპ მაშტოცის და საჰაკ პართევის მიერ დამწერლობის შექმნას.

თარგმანი არის კულტურათა დიალოგი, ხალხთა ისტორიის, ჩვევებისა და ტრადიციების ურთიერთ წარმოჩენის საშუალება, - აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა. მან ხაზი გაუსვა ორი ქრისტიანი ხალხის - სომხების და ქართველების ეროვნულ მსგავსებას, რომელიც გამოიხატება თარგმანებში. ამის მაგალითებია ლევონ ანანიანის, გივი შაჰნაზარის, გაგიკ დავთიანის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის, ჟორა სნხჩიანის, მიქაელ ახტიანის და სხვათა თარგმანები.

ყოველწლიურად მკითხველს წარედგინება მრავალი თარგმანი, რომელიც ერთმანეთთან აახლოებს სხვადასხვა ენის, კულტურის, რელიგიისა და აღმსარებლობის ხალხს და პატივისცემას აღძრავს მხატვრული ნაწარმოების შემქმნელი ერის მიმართ.

სომხურიდან ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებული საკუთარი თარგმანები წარმოადგინეს მთარგმნელმა, პოეტმა მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ, მიხეილ ანანოვმა, დიანა ტერ-ბაღდასაროვამ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, პროფესორ ემა ახტიანის მიერ საქართველოში მცხოვრები სომხების თანამედროვე მთარგმნელობით საქმიანობაზე მომზადებული ანალიტიკური მოხსენება დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზატორმა წარუდგინა. ქალბატონი ახტიანი წუხილს გამოთქვამს შემოქმედ მთარგმნელთა ყოველწლიურად შემცირებული რიგების გამო, და ახალ სახეებს ჯერ ვერც გვპირდება.

საყურადღებო იყო სპეციალურად ღონისძიებისათვის ერევნიდან ოჰანიანების ოჯახის ვიზიტი თბილისში. რ. მელიქიანის სახელობის ერევნის სახელმწიფო მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტმა, არაერთი ფესტივალის ლაურეატმა კიმა ოჰანიანმა ფორტეპიანოს თანხლებით შეასრულა კომიტასის „გაზაფხულია“ და არნო ბაბაჯანიანის „კაპრიჩიო“, ხოლო სილვა მინასიანმა და ალ. სპენდიარიანის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლე ნატალი ოჰანიანმა ფორტეპიანოსა და უდზე შეასრულეს ხაჩატურ ნერსისიანის ნაწარმოები - „წაღკაძორის ცეკვა“. „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტმა აიდა ბაზოიანმა დუდუკის კლასის მოსწავლეებისა და ხელმძღვანლის- ივანე მკრტჩიანის აკომპანემენტით სომხურ და ქართულ ენებზე შეასრულა საიათნოვას კომპოზიცია. პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, აშოტ სიმონიანმა და არამ მიქაელიანმა და აგრეთვე თბილისის 104-ე და 103-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე.

ღონისძიება მადლიერების სიტყვებით შეაჯამეს ეპარქიის მედიის განყოფილების პასუხისმგებელმა სუსანა ხაჩატრიანმა და „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა.

39619195

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են