Материалы

ჯვართამაღლება ან ჯვრის განდიდების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულიდან ბოლო - „ხაჩვერაცი“ (ჯვართამაღლება), რომელიც მოძრავი დღესასწაულია, 2023 წლის საეკლესიო კალენდრით 17 სექტემბერს აღინიშნა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაული წმინდა წირვით აღინიშნა. ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი საიდუმლო ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებას და განდიდებას უკავშირდება.

ჯვრის განდიდების დღესასწაულზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საკურთხეველზე დიდებულად იყო ამაღლებული რეჰანით შემკული ჯვარი.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის მიერ აღევლინა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა სათანადოდ იქადაგა დღის მნიშვნელობაზე - მორწმუნეებს განუმარტა ტყვეობიდან მაცხოვრის ჯვრის დაბრუნების და გოლგოთაზე მისი ამაღლების საიდუმლო, საიდანაც დღესასწაულს „ხაჩვერაცი“ (ჯვართამაღლება)  ან „სრბხეჩი“ ეწოდა, ისაუბრა ჯვრის მნიშვნელობასა და ძალაზე, მორწმუნეებს რწმენაში განმტკიცებისკენ მოუწოდა, რომ ის უხილავი მძიმე ჯვარი, რომელიც ხვდათ მოთმინებით ატარონ - აღნიშნული რწმენაში გასაძლიერებლად და სულის განსამტკიცებლად მოვლინებულ ღვთის გამოცდად მიიღონ, და დააფასონ, დაიცვან, თაობებს გადასცენ საეკლესიო და ეროვნული დღესასწაულები და მტკიცედ შეინარჩუნონ კავშირი უფლის სახლთან.

იმავე დღეს ეპარქიის ეკლესიებში, საღამოს ღვთისმსახურების დასასრულს, ჯვრის განდიდების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჯვართამაღლების („ხაჩვერაცის“) პროცესია ჩატარდა, იკურთხა დღის სიმბოლო - რეჰანი და ხალხს დაურიგდა

„ხაჩვერაცის“ (ჯვართამაღლების) დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით და ზეიმით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების - ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონების და სოფლების სომხურ ეკლესიებში.

ორშაბათი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ეკლესიებში მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდება. დასაწყისი: 12:00 სთ-ზე.

 

1

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են