Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს „ქალთა საბჭოს“ ღონისძიებაში

2023 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკ“-ის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სახელწოდებით - „ქალი - კულტურა და თაობათაშორისი დიალოგი კულტურისათვის“.

მრავალფეროვანი ღონისძიება დატვირთული იყო თბილისის მულტიეთნიკური კოლორიტითა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გამოსვლებით. თითოეულ ეთნიკურ უმცირესობას მოწყობილი ჰქონდა კუთხეები - საკუთარი ეროვნული კულტურის წარმოსაჩენად.

3

„ჰაიარტუნ“ ცენტრი ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ულამაზესი ნაციონალური სამოსით, ეროვნული მუსიკალური საკრავებით და სამზარეულოთი. ცენტრმა ღონისძიების სტუმრებს სომხური კერძებისა და ნამცხვრების რეცეპტებიც შესთავაზა.

დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა სოლისტ აიდა ბაზოიანის მიერ სომხურ და ქართულ ენებზე შესრულებულმა  საიათნოვას სიმღერამ - „ქამანჩა“, რომელსაც ივანე მკრტჩანის ხელმძღვანელობით, ეროვნული მუსიკალური საკრავების - დოლისა და დუდუკის თანხლებით გაეწია აკომპანემენტი.

ულამაზესი გაფორმების და უმაღლესი დონის შესრულებისათვის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა, აიდა ბაზოიანმა და ივანე მკრტჩიანმა „ქალთა საბჭოს“ (აღმასრილებელი დირექტირი ქეთევან გაბრუაშვილი) მადლობის წერილი დაიმსახურეს.

საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“ (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი) ღონისძიებაში ჩართულობისათვის მადლობას უხდის „ჰაიარტუნ“ ცენტრს (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი), „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს (თანამშრომლები: გოჰარ მაზმანიანი, ედიტა ზოჰრაბიანი), დუდუკისა და დოლის წრეების მოსწავლეებს (პედაგოგი: ივანე მკრტჩიანი), საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են