Материалы

შეხვედრა პან-სომხურ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებთან

2023 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა უმასპინძლა პან-სომხურ მწერალთა კავშირის პრეზიდენტს, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატ აბგარ აფინიანს, პან-სომხურ მწერალთა კავშირის ყოველთვიური კულტურული ჟურნალის - „სამშობლოს ხმა“ - რედაქტორს, სუსანა ღაზარიანს და კავშირის წევრს, ტარონ გლაკს.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის, ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვის და სტუმრების წარდგენის შემდეგ, ლიტერატურათმცოდნე აბგარ აფინიანი, დაუბრუნდა სომხური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიის მიმოხილვას და საკუთარი გამოსვლა სომხური ლიტერატურის განვითარების თანამედროვე პერიოდზე საუბარს დაუთმო. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ხაზი გაუსვა ლიტერატურულ ასპარეზზე არსებულ ვითარებას, რომელიც, მართალია დატვირთულია შემოქმედთა პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით, თუმცა ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ლიტერატურათმცოდნეები და ლიტერატურის კრიტიკულად აღმქმელნი, შემოქმედთათვის მიმართულების მიმცემი სახეები, რომელთა ანალიზი, ჭეშმარიტი და განმავითარებელი სიტყვა მეტად მნიშვნელოვანი და შთამაგონებელია შემოქმედისათვის.

შეხვედრის ორიენტირი იყო სრულიად სომეხთა შემოქმედებითი აზრის გაერთიანება, ერთიანობის იდეა, რომელიც, უთუოდ, სომხური ლიტერატურის თანამედროვე ეტაპზე ახალგაზრდა შემოქმედისათვის შთამაგონებელია, დაფასების და საყოველთაო აღიარების მომტანი, მისი ნაწარმოებების გავრცელების საწინდარი.

შეხვედრა უჩვეულო და საინტერესო იყო, რომელიც ცოცხალი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იგი დატვირთული იყო სომხური ლიტერატურის შუქურად ქცეული შემოქმედების პროზაული ნაწარმოებების ციტირებით და პოეზიის ნიმუშების მხატვრული კითხვით.

Img

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են