Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა სასულიერო პირებმა ბობოყვათში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 4-7 სექტემბერს, ფონდ „ლაზარეს“ პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ - ფარგლებში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ახალგაზრდა სასულიერო პირების შეკრება - სამუშაო შეხვედრა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, რელიგიათაშორის შეხვედრას საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან  ესწრებოდნენ ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი, დიაკვანი ალბერტ არშაკიანი, დიაკვანი გევორგ ავეტისიანი და მეფსალმუნე რაფაელ გასპარიანი.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის 4 სასულიერო პირი და საქართველოს მუსლიმური თემის 4 იმამი.

შეხვედრა სათემო მშვიდობის შენარჩუნების და მისი განმტკიცების მნიშვნელობაზე მსჯელობას და მასში რელიგიური ლიდერების როლის განხილვას ისახავდა მიზნად.

დისკუსია და სამუშაო შეხვედრა წარმართა ექსპერტმა კონფლიქტის სხვადასხვა ფორმის გამოვლინების საკითხებში, ნინო კალანდარიშვილმა.

სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს მშვიდობის თეორიის მნიშვნელოვან საკითხებს შორის ნდობის ფაქტორი, მისი თეორია და პრაქტიკული გამოვლინებები, კონფლიქტის სტადიები, ასევე ის თემები და საკითხები, რომელიც შეეხება კონფლიქტური მოქმედებების თავიდან აცილებას, მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას და ინტერკულტურულ ურთიერთობებს.

აქტიური დისკუსია გაიმართა ინტერკულტურულ, განათლების, სტერეოტიპების და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორებზე, ადგილობრივ, რეგიონულ და საზოგადოებრივ დონეზე ეპარქიის ლიდერების საქმიანობასა და ზოგადად, რელიგიურ კონფესიებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.

რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუშაობა პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან სასულიერო პირებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, ხოლო სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ერთობლივი მუშაობა  კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს გახდის ამ პროცესს.

ფონდი „ლაზარე“ გეგმავს გააფართოოს უკვე შექმნილი პლატფორმა და ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობის სფეროში სასულიერო პირების თანამშრომლობას როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვადასხვა აქტორებთან.

Image 10 09 23 11

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են