Материалы

მორიგი გამოსაშვები ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში

2023 წლის 28 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2022-23 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ასევე უფროსი ჯგუფის ბაღთან გამოსამშვიდობებელ ზეიმად იქცა.

სიმბოლური იყო ღონისძიების იდეასთან შესაბამისი - მოგზაურობა „განძების კუნძულზე“ - დარბაზის ულამაზესი მორთულობა, რაც ბავშვების ახდენილ ოცნებად იქცა. საზღვაო თემატიკის შესაბამისად, საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებს მეზღვაურების ფორმებში გამოწყობილებს დაეკავებინათ დარბაზში ადგილები, ხოლო მათ გვერდით უმცროსი ჯგუფის ბავშვები ისხდნენ.

ხალხმრავლობა იყო დარბაზში სადაც შეკრებილები იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის ყოფილი აღსაზრდელები.

ზეიმი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მიერ წარმოთქმული საუფლო ლოცვით დაიწყო. ღონისძიება გახსნა   ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა. მან დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა გადასცა. ევგენია მარკოსიანმა მადლიერების სიტყვაში ხაზი გაუსვა ეპარქიის წინამძღვრის იმ მზრუნველობას და მხარდაჭერას, რომელსაც იგი იჩენს საბავშვო ბაღის მიმართ, ისაუბრა იმ 11 კურსდამთავრებულზე, რომელთა უდიდესი ნაწილი სომხურენოვანი აღზრდა-განათლების მიღებას მშობლიურენოვან საჯარო სკოლაში სწავლით გააგრძელებს.

356854711

და იწყება დიდ ხომალდად ქცეული „ჰაიარტუნ“-ის მოგზაურობა სიმბოლურ ზღვაში, სადაც მოგზაურები ხვდებიან ქალთევზებს, ირგვლივ მომღერალ ტყეებს და მთებს, ასევე სხვა ბინადრებს, რომელთაგანაც იგებენ „ჰაიარტუნ“-ის შესახებ, ზღვაში პოულობენ სკივრს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წერილი დევს - რომელიც ცოდნის მნიშვნელობის შესახებ იუწყება. მოგზაურობა პერიოდულად წყდებოდა პატარების ულამაზესი გამოსვლებით, უშეცდომოდ წაკითხული ლექსებით, ბიჭების მედიდური ცეკვით და გოგონების წკრიალა და ლამაზი სიმღერით.

ნამდვილადაც, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები აიდა ბაზოიანი და ტათევიკ საჰაკიანი ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით დედობრივი მზრუნველობით მუშაობენ ბავშვების აღზრდა-განათლებაზე, მათ მეგობრობას, სიკეთეს, მზრუნველობას და ქრისტიანულ სიყვარულს უნერგავენ. პედაგოგიური პერსონალი ძალისხმევას და ენერგიას არ იშურებს რათა ბავშვები იმ ცოდნითა და უნარებით შეაიარაღოს, რაც განათლების მიღების ახალ ეტაპზე გადასვლისას სასკოლო ცხოვრებაში მათ მომზადებულ ჩართულობას განაპირობებს.

35698785 N

ზეიმის დასასრულს, აღსაზრდელებს გადაეცათ  საბავშვო ბაღის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო ალბომები, ისევე როგორც საბავშვო ბაღის მშობლების - ალინა და ერვანდ სარქისიანებისგან ლამაზი საჩუქრები.

სადღესასწაულო განწყობა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში ბუშტების გაშვებით გაგრძელდა, ამის შემდეგ ეკლესიაში ბავშვებმა ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის მამობრივი კურთხევა მიიღეს და უცნობი ქველმოქმედის მხრიდან მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადაეცათ.

ერთ ათეულ წელიწადზე მეტი ისტორიის მქონე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“   საბავშვო ბაღში ბავშვების დღე იწყება  ლოცვით და სულიერი მამების  კურთხევით, მასწავლებლების ჩატარებული გაკვეთილებით და ორგანიზებული თამაშებით.     საბავშვო ბაღში  ბავშვების აღზრდა მიმდინარეობს ზოგადი უნარების, სომხურ და ქართულ ენებზე წიგნიერების, ელემენტარული არითმეტიკის, მხატვრული სიტყვის და სულიერი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.   ბავშვების დღე საბავშვო ბაღში იწყება 9 საათსა და 30 წუთზე და გრძელდება 4 საათსა და 30 წუთამდე.  დღის განმავლობაში  ბავშვები ერთჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.

3569097814 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են