Материалы

მორიგი შეხვედრა თემაზე - „ახალგაზრდების როლი საჯარო პოლიტიკაში“

2023 წლის 11 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, სასტუმრო „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისში“ გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ახალგაზრდობის როლი საჯარო პოლიტიკაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები დედაქალაქიდან და სომხებით დასახლებული სხვა რეგიონებიდან.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება (ხელმძღვანელი: ემილ სარქისიანი), რომელიც ჩართულია ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამაში - „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისათვის 2022-2023 წწ.“ და პროგრამის ფარგლებში შეხვედრების ფორმატში განხორციელებულ მსგავს ღონისძიებებში. ამ შეხვედრებზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესება და ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობა.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის პირველი რანგის მრჩეველი კარენ ეღიაზარიანი წარუძღვა.

იგი უკვე მეორედ ხვდება სომეხ ახალგაზრდებს.

საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრის მონაწილეებმა ნათლად გამოხატეს მსგავსი ღონისძიებების გაგრძელების აუცილებლობა․

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են