Материалы

სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული თბილისში წმინდა წირვით აღინიშნა

2023 წლის 11 ივნისს წმინდა წირვითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა სომხური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული - წმ. გრიგოლ განმანათლებლის ხილვით კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დაარსების დღე.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტაძარია, რომელსაც პატივი აქვს ატაროს სურბ ეჯმიაწინის სახელწოდება - წარმოებული ავლაბრის ტოპონიმიკასთან ერთად.

თბილისში, სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში, ამაყად მდგარი სომხური ტაძარი ღვთისმოსავი მორწმუნის მტკიცე სიყვარულს, მოწიწებას და მორჩილებას გამოხატავს საკუთარი რწმენის და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მიმართ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ვაღარშაპატელი ოსტატების ხელითა და თბილისელების სახსრებით აშენებული ეჯმიაწნეცოც სურბ გევორგ სახელწოდების ეკლესია, რომელმაც შემდგომში უკვე მიიღო და ამჟამადაც ცნობილია როგორც ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სახელით, არის ამ სიყვარულისა და მორჩილების გამოხატულება.

1

სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული თბილისში ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის მიერ აღვლენილი წმინდა წირვით აღინიშნა. მწირველმა მღვდელმა იქადაგა მთავარი საკათედრო წმინდა ეკლესიის საყოველთაო და ცენტრალურ მისიაზე, ხაზი გაუსვა იმ სიამაყესა და ვალდებულებას, რომელიც აკისრია საქართველოში მოქმედ ამავე სახელწოდების ეკლესიას. წმინდა მამამ მორწმუნეებს რწმენაში სიმტკიცის შენარჩუნებისკენ, ქრისტიანული მცნებებით ცხოვრების და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მორჩილების, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი უძველესი და ახლად აშენებული ტაძრების დაცვის, გაძლიერების და შენარჩუნების, ქრისტიანული სარწმუნოების შეუქცევადობის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის გამაერთიანებელ და შემაკავშირებელ ცენტრალურ ძალად ყოფნისკენ მოუწოდა.

თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დაარსების დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են