Материалы

თბილისელმა სომხებმა ჰოვანეს თუმანიანის 155 წლის იუბილე აღნიშნეს

19 თებერვალს სომეხი პოეტის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა. სახალხო პოეტის 155 წლის იუბილე თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მფარველობით აღნიშვნა. სადღესასწაულო თარიღის აღნიშვნა 18 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში პოეტის „ბარეკენდანის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარმოდგენით დაიწყო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ამო ხარაზიანის სახელობის არტაშატის სახელმწიფო დრამატული თეატრის (დირექტორი: კამო ნაღდალიანი) მსახიობთა ჯგუფმა წარმოადგინა (რეჟისორი: კარენ ხაჩატრიანი).

სომეხი პოეტის იუბილე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დამკვიდრებული წესის თანახმად აღინიშნა. დღე სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონში ვიზიტით დაიწყო, სადაც დაკრძალულია უდიდესი პოეტი. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ჰოვანეს თუმანიანის საფლავი და, აგრეთვე, ხოჯივანქში დაკრძალული ერის სხვა ღირსეული შვილების საფლავები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის და ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მონაწილეობით ჰოვანეს თუმანიანის და პანთეონში დაკრძალულ სხვა დიდებულთა სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდი აღესრულა.

2

დიდი ლორელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში გაგრძელდა. საუფლო ლოცვის და ცენტრის ექსკურსიამძღოლის გოჰარ მაზმანიანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა. ღირსმა მღვდელმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ხრიმიან ჰაირიკისა და დიდი სახალხო პოეტის ჰოვანეს თუმანიანის მეგობრობის ისტორიაზე. მათი მეგობრობა მრავლად მოიცავდა საუბრებსა და მსჯელობებს ერის პრობლემებზე, წუხილს სამშობლოსა და მის ხალხზე.

მნიშვნელოვანი იყო  პოეტის დაბადების დღეს, ჰოვანეს თუმანიანის ყოფილ ბინაში, თბილისელი სომეხი პოეტის, სომხეთის მწერალთა კავშირის წევრის, რუზან ჰოვასაფიანის კრებულის -  „აღდგომა“ პრეზენტაცია. ავტორის მიერ ლექსების წაკითხვის შემდეგ, მეტად ამაღელვებელი იყო რუზან ჰოვასაფიანის მასწავლებლის - თამარ ამირხანიანის სიტყვით გამოსვლა, ვინც შემოქმედი მოსწავლის პოეტური მცდელობების პირველი მსმენელი, საქმიანობის წამახალისებელი და მრჩეველი ყოფილა. რაც შეეხება მოსწავლის კალამს, იგი ნამდვილადაც რომ პოეტურობით ხასიათდება, წერს დიდი ემოციურობით აღსავსე ლექსებს  და გადმოსცემს საკუთარ გრძნობებს და განცდებს სამშობლოს, მშობლიური ენის და სიყვარულის მიმართ.

3

ღონისძიებაზე წაკითხულ იქნა პოეტისა და მთარგმნელის ლევან ცალუღელაშვილის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ჰოვასაფიანის ლექსები. ღონისძიებაზე დამსწრეებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და ეპარქიის მედიის განყოფილების პასუხისმგებელმა სუსანა ხაჩატრიანმა. მათ უმაღლესი შეფასება მისცეს „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ და „ჰაიარტუნ“ ცენტრების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

საღამო წაკითხული ლექსებით და შესრულებული მუსიკალური ნომრებით გააფორმეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტებმა, დუდუკის ჯგუფის მოსწავლეებმა (ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით) და პიანისტმა ესაი აბოვიანმა.

წლების წინ, ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ცხონებულმა ლევონ ანანიანმა „წიგნის ჩუქების დღედ“ დააწესა. აღნიშნული ინიციატივა აწ გარდაცვლილი პოეტის და მთარგმნელის ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ დაამკვიდრა თბილისშიც და დღემდე აღინიშნება. ტრადიციულად ღონისძიებაზე დამსწრეებმა ერთმანეთს სხვადასხვა წიგნები გადასცეს.

სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც შემეცნებით ხასიათსაც ატარებდა, აღსავსე იყო ემოციურობითა და პოეტური სულისკვეთებით - სომეხი სახალხო პოეტის 155 წლის იუბილის შესაფერისი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են