Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა IRI GEORGIA-ს პროექტის - „ააშენე საქართველო“ რელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 2 თებერვალს, ბათუმში, ორდღიანი სამუშაო პროგრამით დაიწყო IRI GEORGIA-ს პროექტის „ააშენე საქართველო“ რელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სომხური ეკლესიების სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი. რელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა  სხვადასხვა რელიგიური თემისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა საშუალებით ქვეყნიდან ადამიანური და უმსხვილესი ინტელექტუალური კაპიტალის - „ტვინების გადინების“ პრევენციასა და შემცირებას, ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორების გამოკვეთას, იმის განსაზღვრას, თუ რა მიზნით ტოვებენ ადამიანები ქვეყანას და მიდიან სხვა ქვეყნებში. დამსწრეთა განსახილველი საკითხი იყო  მოქალაქეების გადინების შედეგად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და ამ პროცესებში რელიგიისა და განათლების როლი.

Iri

სამუშაო ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს შორის იყო „ტვინების გადინების“ შედეგად რელიგიის წინაშე არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ჟღერდა დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხი - შეუძლია თუ არა აღნიშნულ პროცესს რაიმე სარგებლის მოტანა რელიგიისთვის? განსახილველ საკითხებს შორის იყო მიმღები ქვეყნების პოლიტიკის გავლენა „ტვინების გადინების“ პროცესზე და ის, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ რელიგიურმა ორგანიზაციებმა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

საკითხების განხილვის დასრულებისა და დღის მუშაობის შეჯამების შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის პრინციპებზე დაფუძნებული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

ხვალ, 3 თებერვალს, IRI GEORGIA-ს პროექტის - „ააშენე საქართველო“ რელიგიური ჯგუფი კვლავ გააგრძელებს სამუშაო შეხვედრას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են