Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ „ACYOWorld ხიდი სომხეთი – დიასპორა“ პან-სომხურ მომლოცველობაში

2022 წლის 5 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (ხელმძღვანელი - ემილ სარგსიანი) სამი წევრი – არმენუჰი პოდოსიანი, აიდა ბაზოიანი და ბორის მზიკიანი, გაემგზავრა სომხეთის რესპუბლიკაში. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ „ACYOWorld ხიდი სომხეთი - დიასპორა“ პან-სომხურ მომლოცველობაში, რომელიც 6-11 ივლისს გაიმართება.

უკვე ტრადიციად ქცეულ მომლოცველობაში მონაწილეობას მიიღებს დაახლ. ორი ასეული ახალგაზრდა სომხეთიდან, არცახსა და დიასპორიდან.

მომლოცველი ახალგაზრდები ეწვევიან მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს. მომლოცველობის პერიოდში მოეწყობა ვიზიტები სომხეთის წმინდა ადგილებში.

ახალგაზრდები ეწვევიან ასევე ერაბლურს – ლოცვას აღავლენენ რწმენის და სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცების სულების სიმშვიდისათვის.

მომლოცველობის პერიოდში ახალგაზრდები გაივლიან „ACYOWorld“-ის ცენტრალური ოფისის მიერ შემუშავებულ ახალგაზრდული საქმიანობის ორგანიზების ორდღიან საგანმანათლებლო კურსს.  

„ACYOWorld“-ის პან-სომხურ მომლოცველობაში მიწვევა ხორციელდება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით. მონაწილეები კი ხდებიან სომხური ეკლესიის მთელს მსოფლიოში გაფანტული ეპარქიის ეკლესიის მოყვარული ახალგაზრდები.

29105734

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են