Материалы

მშობლიური ენის დაფასების ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის შემსწავლელ ერთდღიან სკოლაში2023 წლის 29 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში მესროპ მაშტოცის მიერ დამწერლობაშექმნილი სო

2023 წლის 29 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში მესროპ მაშტოცის მიერ დამწერლობაშექმნილი სომხური ენის სული სუფევდა. ღირსშესანიშნავი დღე იყო. მართალია დაგვიანებით, თუმცა დიდი თავდადებით მოეწყო საზეიმო ღონისძიება მშობლიური ენის დღესთან დაკავშირებით, რომლის აღნიშვნის ინიციატივაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიან სკოლას ეკუთვნის (პედაგოგი - თამარა გაბოიანი).

დარბაზში იმყოფებოდნენ მშობლები, მასწავლებლები, თბილისის სომეხი საზოგადოების წევრები. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო ეპარქიის ქვემო-ქართლის რეგიონის სომხური ტაძრების სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა.

შაბათის დღის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვაენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები და პროფესიული განათლების მიმღები პირები არიან, ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. წლების წინ მშობლიურ ენას დაშორებულმა და თითო ოროლა სიტყვის მცოდნე მოსწავლეებმა დააფასეს მშობლიური - მესროპ მაშტოცის მიერ დამწერლობაშექმნილი სომხური ენა. მათ საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და სომეხი ეროვნების მატარებლად ყოფნის სიამაყე სომხური ენისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ავტორის ლექსის და უძველესი ენის შესახებ ერის დიდებულთა და გამოჩენილი პიროვნებების გამონათქვამების მეშვეობით წარმოადგინეს.

34393760

სომხური პოეზიის ფუძემდებლის, ჰამო საჰიანის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად, ერთდღიანი სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი პოეტის ლიტერატურულ მემკვიდრეობას და წარმოადგინეს მისი ლექსები, რომელიც ეძღვნება სამშობლოს, რწმენას, ძვირფას ენას, ასევე შედგება ფილოსოფიურ - დამაფიქრებელი ოთხსტროფიანი ლექსების და სიყვარულის და თავდადების შესახებ გამოთქმული აფორიზმებისგან.

ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, სუსანა ხაჩატრიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მშობლიურ ენას, როგორც ერის გადარჩენისა და გაერთიანების საშუალებას. მან საუბრისას ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ფესვებთან დაბრუნებას, სომეხი ეროვნების მატარებლად ყოფნის სიამაყეს და სომეხად ცხოვრებისკენ მათ სწრაფვას.

მიღებული შთაბეჭდილებები დამსწრეებს გაუზიარეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა და ჟურნალისტმა გაიანე ბოსტანჯიანმა.

 საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო-ქართლის რეგიონის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა ღონისძიების მონაწილეებს ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა. არქიმანდრიტმა დიდად დააფასა თბილისელი სომეხი საზოგადოების სომხურ ენაზე ამეტყველების, მშობლიური ენისადმი სიყვარულის, სამშობლოსა და მშობლიურ ენაზე უფრო ღრმა ცოდნის მიღების და ამ ყველაფრის ცხოვრების მეგზურად გახდომის საქმეში ღვაწლმოსილი პედაგოგის გაწეული შრომა და მოსწავლეთა თავდადება.

ღონისძიების დასასრულს, ქალბატონმა თამარაა გაბოიანმა მადლიერება გამოხატა „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორალი“ გუნდის მიმართ (ხელმძღვანელი - მარია აბულიანი, პიანისტი - კარენ მირზოიანი) ეროვნული სიმღერების შესრულებაში დახმარებისათვის, ისევე როგორც მხარდამჭერებსა და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს ღონისძიების გულითადად, ღრმა გაგებითა და ძლიერი პატრიოტული სულისკვეთებით ჩატარებისათვის.

ნამდვილადაც, რომ მშობლიური ენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სომხური ენის მიმართ სიყვარულისა და სიამაყის განცდის იმ გრძნობად იქცა, რომელიც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 1999 წელს დაწესდა იუნესკოს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით და 2000 წლის 21 თებერვლიდან აღინიშნება, როგორც მშობლიური ენის უფლებების აღიარებისა და მშობლიური ენის შენარჩუნებაში მხარდაჭერის დღედ. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე სომხეთის რესპუბლიკის კალენდარში 2005 წლიდან დამკვიდრდა. საქართველოში დედაენის დღეს 14 აპრილს აღინიშნება.

34396768

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են