Материалы

ხსოვნის ცერემონია თბილისის სომხურ ტაძრებში

2023 წლის 24 აპრილს, თბილისის სომხურ ტაძრებში ხალხის ნაკადმა დილიდან დაიწყო მოსვლა. მსოფლიოში მიმოფანტულ სომხურ დიასპორას შეუერთდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქია: ეპარქიის ტაძრებში შესრულდა საგალობლები, ხოლო 12 სთ-ზე დარეკილმა ზარების ხმამ, დამსწრეებს შეახსენა მე-20 საუკუნის პირველ გენოციდს შეწირული მილიონნახევარი მსხვერპლის ხსოვნა, ვინც ზეცაში სომეხი ხალხის მფარველებად გადაიქცნენ.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, რწმენისა და სამშობლოსთვის დაღუპულ წმინდა მოწამეთა ხსოვნის წესი შესრულდა, წმინდანებს შუამდგომლობა შესთხოვეს, რათა ყველგან აღიკვეთოს გენოციდური ზრახვები და მსოფლიოში მშვიდობა იქნას შენარჩუნებული.

ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ მოწამეთა ხსოვნას, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც მათი ეთნიკური წარმომავლობა - სომხობა იყო, რომელთა წინააღმდეგაც ოსმალეთის იმპერიამ ხოცვა-ჟლეტა და გადასახლება განახორციელა საკუთარი მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან, რომლებიც ამიერიდან წმინდანებად არიან შერაცხილები და მშვიდობის შენარჩუნების და მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილების შუამდგომ ნათელ სულებად მიიჩნევიან.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში სომეხთა გენოციდის წმინდანებად შერაცხილ მოწამეთა ხსოვნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, საელჩოს დიპლომატები, სომეხი საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენცია, სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები, თბილისში მცხოვრები და რეგიონებიდან ჩამოსული სომხები.

ზარები დაირეკა ასევე ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, სადაც ხსოვნის ცერემონია ეკლესიის ეზოში აღმართულ სომეხთა გენოციდის ხაჩქართან ჩატარდა. არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო დასის მიერ შესრულებული საგალობლების ფონზე დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს სომეხთა გენოციდის მემორიალური ხაჩქარის კვარცხლბეკი.  გენოციდს გადარჩენილთა და საქართველოში თავშეფარებულთა შთამომავლობას სულში გაეღვიძა ზეცაში საკუთარ წმინდა წინაპართა ხსოვნის უკვდავყოფის ვალდებულება.

დამსწრეებმა, ემოციური განწყობით, სანთლები დაანთეს გენოციდის წმინდანებად შერაცხილ მოწამეთა სულების სიმშვიდისთვის.

594769

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են