Материалы

ოვანეს ამბარცუმიანის საავტორო კონცერტი, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

2023 წლის 12 აპრილს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ნიჭიერი კომპოზიტორისა და დირიჟორის ოვანეს ამბარცუმიანის საავტორო საღამო. კონცერტი მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა. საავტორო კონცერტის მხარდამჭერი და ორგანიზატორი იყო საქართველოს სომეხთა ეპარქია.

კონცერტის შინაარსი სასულიერო თემატიკას მოიცავდა, რომელიც გადმოცემულია მრავალი ფესტივალისა და კონკურსის მონაწილის, სხვადასხვა ჯილდოს მფლობელის, ოვანეს ამბარცუმიანის ნაწარმოებებში. კონცერტში საკუთარი დიდებული შესრულებებით მონაწილეობა მიიღეს ნიჭიერმა და დამსახურებულმა პიანისტმა, მამიკონ ნახაპეტიანმა, უამრავი ფესტივალის და კონკურსის ლაურეატმა, ნატალია ბოევამ (მეცო-სოპრანო) და კლარნეტისტმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორმა, დიმიტრი ბოქოლიშვილმა.

1N6A6824

კონცერტს თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. კონცერტს ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, სახელმწიფო კონსერვატორიის ხელმძღვანელობა, კლასიკური მუსიკის სპეციალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

შესანიშნავი შესრულებებით ერთმანეთის მიყოლებით გაჟღერდა მუსიკოს ამბარცუმიანის 10 კომპოზიცია, მათ შორის საკუთარი მშობლების ხსოვნისადმი მიძღვნილი თუმანიანის ლექსზე შექმნილი ნაწარმოები, რომელიც აუდიტორიას ნატალია ბოევას შესრულებით წარედგინა.

მაღალმხატვრული და მელოდიური კონცერტით აღტაცებული მაყურებელი დიდი ხანი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს შემსრულებლებს და მათ მიმართ მადლიერებას გულთბილი ოვაციებით გამოხატავდა.

კონცერტის დასასრულს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა დაფასების სიტყვით მიმართა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულებს კონცერტის მაღალ დონეზე ჩატარებისა და დიდებული განწყობის შექმნისათვის, და ცნობილ მუსიკოსებს, ოვანეს ამბარცუმიანსა და მამიკონ ნახაპეტიანს საელჩოს მხრიდან სიგელები  გადასცა.

 

1N6A6949

1N6A6936

1N6A6866

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են