Материалы

სააღდგომო გამასპინძლება საბავშვო ბაღში

2023 წლის 11 აპრილი, სასიხარულო აღმოჩნდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის.

საკლასო ოთახში მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლია, არმენ პეტროსიანი ბავშვებისათვის აღდგომის დღესასწაულის მისალოცად, ულამაზესი საჩუქრებით ესტუმრა საბავშვო ბაღს. სხვადასხვა ტკბილეულობით, გემრიელი წვენითა და ფერად-ფერადი კვერცხებით გაწყობილი მაგიდების გარშემო შეკრებილმა პატარებმა იცოდნენ, რომ ჯერ საუფლო ლოცვა უნდა წარმოეთქვათ, შემდეგ მოხდებოდა მაგიდების კურთხევა და ამის შემდეგ დაიწყებდნენ ერთმანეთთან კვერცხებით თამაშს.

არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა და ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა აკურთხეს სააღდგომო საჩუქრები. მოძღვარმა დაფასების სიტყვით მიმართა ეკლესიის ჯვრის ნათლიას, არმენ პეტროსიანს, ეკლესიის გვერდით დგომის, ულამაზესი სიურპრიზებით ეკლესიის მრევლის გახარებისა და ბავშვებისათვის სააღდგომო გამასპინძლების ორგანიზებისათვის. დააფასა ასევე „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის, ევგენია მარკოსიანის თავდადებული შრომა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა სომხური ეკლესიის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობით აღზრდის საქმეში.

მხიარული განწყობა და ბავშვური ბედნიერება გადაედო ყველას. საინტერესო და მოკრძალებულმა გამასპინძლებამ დღე დაუვიწყარი გახადა როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელების, ასევე უფროსებისათვის.

34100035

340389

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են