Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მორწმუნეებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წინასააღდგომოდ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ტაძრებში მორწმუნეებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.

საქველმოქმედო აქცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მსახურების, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის, ეკლესიის მოყვარულ ქალთა გაერთიანებების, მოხალისეებისა და კერძო შემომწირველების ორგანიზებით გაიმართა. თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრისა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლიების არმენ ხაჩატურიანისა და არმენ პეტროსიანის, ქველმოქმედების კარენ სარკისოვის, რობერტ თუმასიანის, დუხიკ არზიკიანისა და სხვათა შემოწირულებით და ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევითა და წინასააღდგომო მილოცვით სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ გაჭირვებულებს, მარტოხელა და შშმ ხანდაზმულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ნობათის დარიგებამდე ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა და საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა სასულიერო დასთან ერთად ლოცვა აღავლინეს - სომხური ეკლესიისა და ყოვლისშემძლე უფლის სადიდებლად.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են