Материалы

პატარა არაქალი- „სურბ სტეფანოს“ ეკლესია

2 patara aragiali-surb stepanosis eklesiaდაარსდა 1862 წელს.

ეკლესიის დაარსება: ნინოწმინდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კმ-ში, მდებარე სოფ. პატარა არაქალის „სურბ სტეფანოს“ ეკლესიის დასავლეთ მხარეს შემორჩენილია სამშენებლო წარწერა[1], რომლის თანახმადაც იგი აშენებულია 1862 წელს. 1866 წლის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის ეკლესიათა ცნობარში ეკლესია ხისგან აშენებულ შენობად არის მოხსენიებული, მრევლის რაოდენობა- 20[2]. 1885 წელს მოხსენიებულია ქვის ნაგებობად, რომელსაც ხის სახურავი ჰქონდა, მრევლის რაოდენობა- 26[3]. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიის წლიური შემოსავალი 20 რ. 30 კ. ვერცხლს შეადგენდა[4].

„სურბ სტეფანოს“ ეკლესიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სოფლის ორი სასაფლაოდან ერთ-ერთი.

არქიტექტურა: ეკლესია ქვით ნაგები ხის სახურავის მქონე შენობაა. გარე ზომები: 13,27 × 9,12 მ. დასავლეთ ფრონტონის წვეროზე ჰქონდა ხის ოთხ სვეტზე მდგარი სამრეკლო[5].

სამრევლო მღვდლები: სოფ. პატარა არაქალის „სურბ სტეფანოს“ ეკლესიის ჩანაწერთა წიგნაკების თანახმად, ეკლესიის მღვდლებს შორის ყოფილან მღვდელი გრიგორ ტერ-გევორგიანი, მღვდელი სტეფანოს ტერ-ღაზარიანი[6] და მღვდელი ღაზარის ტერ-ხაჩატურიანცი[7]. მღვდელმსახურობდნენ 1860-80-იან წლებში.

სკოლა: სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლაზე ცნობები არსებობს ჯერ კიდევ 1870-იანი წლებიდან მოყოლებული. კერძოდ, ეპარქიის სკოლათა 1875 წლის ცნობარში აღნიშნულია, რომ სოფელს აქვს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც 15 აღსაზრდელი სწავლობს. მასწავლებლად მოხსენიებულია გევორგ ვარდანიანცი[8].

ეკლესიის განახლება და ხელახლად კურთხევა: პოსტსაბჭოთა წლების შემდეგ „სურბ სტეფანოს“ ეკლესიაც სხვა ეკლესიების მსგავსად განახლებას საჭიროებდა. ეკლესიის განახლების ინიციატივას სათავეში ჩაუდგა სოფ. პატარა არაქალელი ქველმოქმედი ეზეკ ეზეკიანი. 2009 წელს მისი სახსრებით განახლდა ეკლესია და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. ეკლესია ხელახლად იკურთხა 2009 წელს.

საქართველოს სომეხთა ეპარქია

საქართველოს სომხური ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი

 

[1] ს. კარაპეტიანი, ჯავახქ, ერევანი, 2006, გვ. 525.

[2] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3848, թ. 74:

[3] „არძაგანქ“, 1885, N 3, გვ. 41:

[4] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3912, մաս 1, թ. 112-ի շրջ.-113:

[5] ს. კარაპეტიანი, იმავე ადგილას.

[6] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 792, թ. 2:

[7] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 794, թ. 2; գ. 809, թ. 2:

[8] სეა, ֆ. 56, ց. 15, գ. 52, թ. 43-ի շրջ.-44:

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են